logo
ENG



პაატა იმნაძე: სამედიცინო პერსონალი სადაც შეიძლება, ორად უნდა გაიყოს

01 აპრ 202013:32
3 წუთის საკითხავი
 

"სადაც შეიძლება პერსონალი ორად უნდა გაიყოს ორ-კვირიანი ინტერვალით",-განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გააკეთა. იმნაძე, დარწმუნებულია, რომ მსგავსი მიდგომა დამატებითი რისკების არიდებას ემსახურება. თუმცა აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევაში ეს შესალებელია, ზოგიერთში კი არა. 

"დარეზევებას რას შეეხება, სადაც შეიძლება პერსონალი ორად უნდა გაიყოს ორ კვირიანი ინტერვალით. ზოგადად ამგვარად ანაცვლებენ ერთმანეთს. ჩვენთან მაგალითად ეს შეუძლებელია, რადგან გადატვირთულია სამუშაოთი, მაგრამ ლუგარში სწორედ ასეთი სისტემა მუშაობს. რაც შეეხება თავისუფალ ადგილებს ჰოსპიტალებში, საბედნიეროდ გვაქვს ამის საშუალება",-განმარტა იმნაძემ.


close დახურვა