logo
ENG



პაატა იმნაძე: ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ, კლინიკები სავსე იქნებოდა

26 აპრ 202013:57
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მედიის კითხვებს პასუხობს. მან ტესტირებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოში ხორციელდება მიზნობრივი ტესტირება, რამაც დადებითი შედეგი მოიტანა.

"გთხოვთ ნახეთ რამდენი პროცენტია მოსახლოების მოცული, როცა მასობრივ ტესტირებაზეა საუბარი სხვა ქვეყნებში. თუნდაც ისლანდია ან ევროპის ქვეყყნები, ასევე ამერიკაში, სადაც კლინიკებშიც კი კატეგორიებადაა დაყოფილი ვის უტარდება ტესტირება. ამიტომ ჩვენი რესურსის და სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი, ვინც მართავს სიტუაციას. საბოდიშო არ უნდა იყოს ის, რომ საქართველოში ათობით ადამიანი დაღუპული არ არის. ასევე ავად არ არის ათასობით ადამიანი. ის, რასაც ამ ეტაპამდე მივაღწიეთ, ესაა დაგეგმილი სტრატეგია", - აღნიშნავს იმნაძე. 

რაც შეეხება ტესტირებების ხარისხს, მისი თქმით, ის ხარისხიანია. თუმცა, მისივე თქმით, ტესტირება არაა მთავარი კომპონენტი.

"ტესტების ხარისხს რაც შეეხება,  არსებობს ჩვეულებრივი პისიარ ტესტი და ამ შემთხვევაში მისი მგრძნობელობა მაღალია, თუ სწორად ჩატარდა. მეეჭვება ამერიკაშიც დაეშვათ უხარისხო ტესტები. ჩვენ რომ ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს კლინიკები სავსე იქნებოდა. ვერ დავიტევდით პნევმონიან პაციენტებს", - განაცხადა იმნაძემ. 


close დახურვა