logo
ENG



პაატა იმნაძე ხვალ კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აიცრება

14 მარ 202118:29
3 წუთის საკითხავი
clock 1763
პაატა იმნაძე ხვალ კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აიცრება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ხვალ, 15 მარტს, დილის 9 საათზე პირდაპირ ეთერში კორონავირუსზე პირველი აიცრება.

"იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში ჩვენს დაწესებულებაში, რითაც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება იყო და არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში", - თქვა ცერცვაძემ.

საქართველოში ვაქცინაცია ხვალიდან დაიწყება. ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. 


close დახურვა