logo
ENG



პაატა სალია: დვალისა და აქიმიძის სარჩელი დაგვიანებულია და მას ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული

17 ოქტ 201917:25
3 წუთის საკითხავი
 
2hlkbz8sfgn22l3.jpg

„რუსთავი2-ის“ დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის სარჩელს, ტელეკომპანიის ამჟამინდელი დირექტორი პაატა სალია გამოეხმაურა.

მისი თქმით, დვალისა და აქიმიძის სარჩელი დაგვიანებულია და მას ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული.

„ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით, დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, რომ ხანდაზმული არ იყო ქიბარ ხალვაში სარჩელი დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნები. ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიცია ამ შემთხვევაში არის ის, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებით წარდგენილი, მათ ამ სარჩელის წარდგენა, როგორც მინიმუმ უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე,“ - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ არხის დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი, „რუსთავი2“-ის 60 %-იანი წილის დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც 2004 წელს ქიბარ ხალვაშის ხელში აღმოჩნდა.


close დახურვა