logo
ENG



პაატა შეშელიძე: გაუგებარია, რატომ გაყიდა სებ-მა 40 მლნ. აშშ დოლარი

25 მარ 202011:32
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ეროვნული ბანკი აუქციონზე კიდევ 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის. ეკონომიკური ექსპერტებისთვის გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა ამხელა თანხის გაყიდვის გადაწყვეტილება. პაატა შეშელიძის განმარტებით, ლარი ყოველდღე კორონავირუსთან ბრძოლის დროს გაწეული ხარჯების გამო უფასურდება.

როგორც შეშელიძე ამბობს, ეროვნული ბანკი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის ნაცვლად ხელისუფლების ხარჯებს უფრთხილდება. 

"ფულის მასა მკვეთრადაა გაზრდილი ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ალბათ, ეს ყველაზე მნიშვნლოვანი მიზეზია რატომ გაუფასურდა ასეთი მოცულობით ლარი. მეორე საკითხია, რატომ გაიზარდა ფულის მასა. სავარაუდოდო ესაა მთავრობის დიდი ხარჯები, რაც მას აქვს კორონავირუსთან დაკავშირებით სებ-მა უკვე გაყიდა 40 მლნ. დოლარი, მაგრამ მეორე მხრივ ფულის მასა გაზარდა, ამიტომ გაუგებარია, რატომ გაყიდა და გაურკვეველია რა მიზანს ემსახურება ეს",-აღნიშნა შეშელიძემ.  

 

 


close დახურვა