პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ქვეყნის ყოფილ ლიდერს ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი და კონსტიტუციის დარღვევა. საუბარია 2007 წელს პაკისტანში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, გამოძიების ცნობით ეს ნაბიჯი მაშინდელმა პრეზიდენტმა პოსტზე ჰყოფნის გახანგრძლივების მიზნით გადადგა.
ამჟამად ფერვეზ მუშარაფი დუბაიში იმყოფება, სადაც 2016 წლიდან მკურნალობს. გენერალ მუშარაფს პრეზიდენტის პოსტი 2001-2008 წლებში ეკავა. ის ხელისუფლებაში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა და თანამდებობის დატოვება მასობრივი საპროტესტო აქციების გამო მოუხდა.