პაკისტანში დიდთოვლობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია.
ადგილობრივი სასწრაფო-სამაშველო დახმარების ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის რვა ერთი ოჯახის წევრია.
მურეს საკურორტო დასახლებასთან 1000-მდე მანქანა უხვი ნალექსი გამო გადაადგილებას ვერ ახერხებს. სტიქიის ზონაში თოვლის გაწმენდას ცდილობენ მაშველები და ჯარისკაცები.
ტერიტორია პანჯაბის პროვინციის პრემიერმა კატასტროფის ზონად გამოაცხადა და მოსახლეობას სთხოვა, თავი შეიკაონ საკურორტო ქალაქის მიმართულებით მგზავრობისგან.