პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს 2 ადამიანი გადარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას „Skynews“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 106 მგზავრი ემსხვერპლა.
დაუდგენელია ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზიც. დისპეჩერებთან ბოლო დიალოგის დროს პილოტები ძრავასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობდნენ.