logo
ENG



პაკისტანში წყალდიდობას 57 ადამიანი ემსხვერპლა

10 ივლ 202201:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/09/ywhk6lr8h97yv7v.png

პაკისტანში წყალდიდობას სულ მცირე 57 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, უამინდობის გამო პროვინცია ბელუჯისტანში 8 კაშხალი დაზიანდა. წყალდიდობა რამდენიმედღიანმა წვიმამ გამოიწვია, რომელიც ახლაც გრძელდება.

პაკისტანის უდიდესი ქალაქი კარაჩი ასევე დაიტბორა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ადამიანების უმეტესობა სახლების დატბორვისა და ჩამონგრევის დროს დაიღუპა.


close დახურვა