logo
ENG



პალესტინის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას არ თანხმდება

29 იან 202021:03
3 წუთის საკითხავი
 

პალესტინის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას არ თანხმდება. პალესტინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების ლიდერის ინიციატივას შეთქმულების მოწყობად აფასებს.

დონალდ ტრამპის ახლო-აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა, „ორი სახელმწიფოს" ცნობილ პრინციპს ემყარება. ინიციატივა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმში იქნება. ორჯერ გაიზრდება ავტონომიის ტერიტორია. მაგრამ პალესტინამ უარი უნდა თქვას ისრაელის მიერ კონტროლირებად მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ტრამპის გეგმა პალესტინის სახელმწიფოსთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებასაც გულისხმობს. 


close დახურვა