logo
ENG



პამელა ანდერსონი პროდიუსერ ჯონ პიტერსზე დაქორწინდა

22 იან 202009:27
3 წუთის საკითხავი
 
l1b7k6gwe2eqlzk.jpg

პამელა ანდერსონი პროდიუსერ ჯონ პიტერსზე დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი ვიწრო წრეში, მალიბუში დაიწერა. 74 წლის კინოპროდიუსერი და 52 წლის მსახიობი და მოდელი 30 წლის წინაც ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა სასიყვარულო ურთიერთობა მაშინ ქორწინებით ვერ დასრულდა.

ეს ანდერსონის მეხუთე ქორწინებაა. მანამდე ის ოფიციალურ ქორწინებაში როკერ ტომი ლისთან, რეპერ კიდ როკთან და ორჯერ პოკერის მოთამაშე რიკ სალომონთან იყო. ჯონ პიტერსი ისეთი ცნობილი ფილმების პროდიუსერი იყო, როგორიც „ბეტმენი და ძველი და ახალი „A Star is Born" („ვარსკვლავი დაიბადა") იყო. 


close დახურვა