პანამაში პოლიციამ 5 ტონა ნარკოტიკი აღმოაჩინა, რომელიც დილერებს კუსტარულად დამზადებული წყალქვეშა ნავით გადაჰქონდათ.
საეჭვო სუბმარინი სამართალდამცველებმა ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით შენიშნეს და დააკავეს. ნავში 4 პირიც იმყოფებოდა. პოლიციამ ისინიც აიყვანა. ოთხივე ეჭვმიტანილი კოლუმბიის მოქალაქეა.