logo
ENG



პანდემიის გამო იტალიაში რესპუბლიკის დღე სამხედრო აღლუმის გარეშე აღნიშნეს

02 ივნ 202016:53
3 წუთის საკითხავი
 

იტალიელები ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ. კორონავირუსის პანდემიის გამო  რიგით 74-ე რესპუბლიკის დღემ წელს მასშტაბური სამხედრო აღლუმის გარეშე ჩაიარა.

რომში უცნობი ჯარისკაცის საფლავს იტალიის ავიაძალების დანაყოფმა გადაუფრინა და ჰაერში ქვეყნის სახელმწიფო დროშა გამოსახა. საფლავი გვირგვინით შეამკეს იტალიის ლიდერებმაც. ცერემონიაში პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის თავმჯდომარე მონაწილეობდნენ. რომიდან სერჯიო მატარელა ქალაქ კოდონიოში გაემგზავრა, სადაც თებერვალში იტალიაში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. პრეზიდენტი ადგილობრივ სასაფლაოზე იმყოფებოდა და პანდემიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი. 

 

 


close დახურვა