logo
ENG



პანდემიის ფონზე ადგილობრივი ბიზნესი გაკოტრების პირასაა

18 აპრ 202019:37
3 წუთის საკითხავი
 
hzmd0msucrmm68f.png

პანდემიამ ადგილობრივი ბიზნესი უკვე გაკოტრების პირას მიიყვანა. შეზღუდული ეკონომიკური აქტივობის პირობებში, მეწარმეები პროდუქციას ვეღარ ყიდიან და ვეღარც ხელფასებს უხდიან დაქირავებულებს. მეწარმეებისათვის გაუგებარია, რატომ გაუქმდა ონლაინ გაყიდვები, რაც მათ, ბიზნესის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა.

უფრო ზუსტად, მაშინ როცა ნებადართულია საკვების ონლაინ გაყიდვა, დამსაქმებლებისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ონლაინ გაყიდონ წიგნები, საათები ან ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქცია, როგორიცაა ჰიგიენური საშუალებები.

ეკონომიკის ექსპერტებისთვის ბიზნეს საქმიანობის ასეთი მკაცრი შეზღუდვები მიუღებელია. გიგა ბედინეიშვილი ფიქრობს, რომ ხელოვნური აკრძალვები კომპანიებისთვის მძიმე შედეგს გამოიღებს. ირაკლი ყიფიანი კი აცხადებს, რომ კომპანიებს დასაქმებულებისთვის ხელფასის გადახდის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რასაც ონლაინ ვაჭრობის დაშვება სჭირდება.

კომპანიებში აცხადებენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე შემოწმება არ მომხდარა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებული ბიზნესების ამოქმედება ვერ მოხერხდება.


close დახურვა