logo
ENG



პანიკის საფუძველი არ გვაქვს - გიორგი გახარია კორონავირუსზე

27 თებ 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევას ეხმაურება. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსის ეპიდემია არ მოხდეს. 

„მოგეხსენებათ გუშინ დაფიქსირდა ვირუსის პირველი შემთხვევა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. მთავარი არის ის რომ უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. ასევე მინდა გითხრათ, რომ აქტიურად გრძელდება საბჭოს მუშაობა. სწორედ ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად ფაქტის დაფიქსირება. სწორედ ისე რომ ამ შემთხვევას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შემთხვევა. ჯანდაცვის ყველა თანამშრომელს ვუხდი მადლობას. მინდა იცოდეთ, რომ ის გეგმა რომელიც შემუშავებულია მტავრობის მიერ თანმიმდევრულად ხორციელდება. ეს ის ნაბიჯებია, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ ვმართოთ პროცესი. უნდა გვესმოდეს რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ვთანამშომლობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

 

 


close დახურვა