logo
ENG



პანკისელები შიშობენ, რომ დაკავებულ ჩეჩენ კაცს რუსეთს გადასცემენ

14 ივნ 202011:49
3 წუთის საკითხავი
 

ქავთარაძის ქუჩაზე დაკავებული ჩეჩენი ეროვნების კაცის შესახებ ინფორმაციას სუს არ ახმაურებს. მედიისთვის უცნობი რჩება, რას ედავება მას გამოძიება და წაუყენეს თუ არა ბრალი. "ფორმულა" ამ დრომდე ცდილობს დეტალების გარკვევას შესაბამის უწყებებში, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება დაკავებულ კაცს, პანკისის ხეობაში შიშობენ, რომ მას რუსეთის ფედერაციას გადასცემენ. ადგილობრივებს არც მისი ნარკოდანაშაულში მონაწილეობის სჯერათ.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას ჰქვია ახმედი. მისი ახლობლების, ხანგოშვილების ოჯახში ადასტურებენ, რომ ნოემბერში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს ჩამოვიდა ეს ადამიანი ქვეყანაში, რათა ორი კამათში მყოფი პირი შეერიგებინა. ის აპირებდა ქვეყნის დატოვებას და პანკისიდან სწორედ ამ მიზენით ჩამოვიდა. დაკავებულის ახლობლები მიიჩნევენ, რომ მას რუსეთს გადასცემენ, რათა ამ გზით ქართულმა მხარემ რუსეთის გული მოიგოს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნებით ჩეჩენი კაცი რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. 


close დახურვა