logo
ENG



სპეცოპერაცია ქავთარაძეზე - დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე

12 ივნ 202017:24
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩაზე „დრიმ თაუნთან“ სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არაოფიციალური ინფორმაციით დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების მოქალაქე, რომელსაც „დრიმ თაუნის“ კორპუსში ბინა ჰქონდა ნაქირავები.

სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და საპატრულო პოლიცია. 

კორპუსთან სავარაუდოდ დაკავებული მამაკაცის ავტომობილის ჩხრეკა მიმდინარეობს. 

 


close დახურვა