logo
ENG



პანკისის სათემო რადიო: პანკისში მამა-შვილს სცემეს, რადგან შორტები ეცვათ

18 აგვ 202018:57
3 წუთის საკითხავი
 
626u7acftm1mw3h.jpg

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, პანკისში, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო მამა-შვილს სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ. ამავე გამოცემის ცნობით, შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა და დაკავებული ჯერ კიდევ არავინაა.

პანკისის სათემო რადიო წერს, რომ გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან მდებარე კაფესთან დაესხა იმ მოტივით, რომ "ეს პანკისია, აქ ასე [შორტებით] სიარული არ შეიძლება". 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126, ძალადობის მუხლით. 


close დახურვა