logo
ENG



პანკისში, მამა-შვილის ცემის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

21 აგვ 202014:11
3 წუთის საკითხავი
 
1gc1sb1g2zv3ioi.jpg

პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ხსენებულ ფაქტზე კიდევ ერთი პირი პოლიციამ გუშინ დააკავა

შეგახსენებთ, რომ პანკისში მამა-შვილს სცემეს, რადგან შორტები ეცვათ

 


close დახურვა