პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა შესაძლოა შეჩერდეს. „ხადორი 3," რომლის მშენებლობის დაწყებასაც პანკისში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა, სავარაუდოდ სხვა ადგილზე აშენდება. მშენებელ კომპანია „ფერში" ლოკაციის ცვლილებას არ გამორიცხავენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ხადორი 3"-ის მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით პანკისელების 90 %-ის თანხმობას ვერ მოიპოვებენ.