logo
ENG



პანკისში დაკავებულ 5-ვე პირს პატიმრობა შეეფარდა

26 აგვ 202114:08
3 წუთის საკითხავი
 

პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

სასმართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას ხუთივე ბრალდებული ესწრებოდა.

ფორმულას ინფორმაციით, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა დეტალებზე ვერ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი. 

საქმეზე პირველი არსებითი სხდომა 20 ოქტომბერს გაიმართება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 24 აგვისტოს პანკისში, 5 მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით გამოძიება საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დაკავებები საარჩევნო პერიოდს უკავშირდება.  მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ისინი წინასაარჩევნოდ ვაჭრობისთვის დაიჭირეს.


close დახურვა