logo
ENG



პანკისში მამა-შვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს ბრალი წარედგინა

22 აგვ 202018:05
3 წუთის საკითხავი
 
rg6qsrza0336bbk.jpg

პროკურატურამ პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ  2020 წლის 8 აგვისტოს  ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ ნ.წ-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან,  ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ-ს არასრულწლოვან  შვილს გ.წ.-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა - ნ.წ.-მ და გ.წ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ნ.წ.-მ - სხივის ძვლის მოტეხილობა. 

ნ.წ.-ს და გ.წ.-ს მიმართ  განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო.
ი.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53'-126  მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით  და 53'-118  მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის  53' -126  მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის  „ა“ და „ ბ „  ქვეპუნქტებით დღეს, 22 აგვისტოს წარედგინათ", -ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს პანკისში, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო მამა-შვილს სცემეს.


close დახურვა