logo
ENG



პანორამა თბილისი, ივანიშვილის შუშის ფარდა - შაბათის ფორმულა

04 დეკ 202121:08
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ისტორიულ ქალაქში კორპუსების მშენებლობას აგრძელებს. პანორამა თბილისად წოდებული შუშის კედელი, რომელმაც ისტორიული ხედი დაჩრდილა, ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან ჩანს. ივანიშვილმა გრანდიოზული პროექტის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. გვითხრა, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე სამი ნაგებობა ერთმანეთს საბაგიროთი დაუკავშირდებოდა. თავდაპირველად ითქვა, რომ პროექტის ჯამური ღირებულება ნახევარი მილიარდი ლარი უნდა ყოფილიყო. უნდა აშენებულიყო სასტუმროების ქსელი, საკონფერენციო დარბაზებითა და გოლფის მოედნებით. ოლიგარქის დაკვეთის შესრულება მალევე დაიწყეს. დაიწყეს დახურულ კარს მიღმა. პანორამა თბილისის მშენებლობის დაწყებამდე, შეიცვალა კანონი და შევიდა ცვლილება, რომ ნებისმიერი მშენებლობა, რომელიც საბაგიროს მოიცავს, მეხუთე კლასის მშენებლობად დაკვალიფიცირებულიყო. კანონის დამტკიცებიდან, მალევე, ივანიშვილმა წარადგინა პროექტი, რომელშიც საბაგირო გადამწყვეტ როლს თამაშობდა. პანორამა თბილისის მეხუთე კლასის მშენებლობის სტატუსი მიანიჭეს. 


close დახურვა