პაპი ფრანცისკე მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, უკრაინაში ომის დიპლომატიურად დასრულების გზები მოძებნონ.
პაპის თქმით, დაპირისპირებული პოზიციები მეტად ამწვავებს კონფლიქტს და ლიდერებს მოუწოდებს, "არ დაუშვან კაცობრიობის ნგრევა" და პატივი სცენ ადამიანების სიცოცხლის უფლებას.
“მაშინ, როცა სიკვდილი და ნგრევა კვლავ მძვინვარებს და დაპირისპირებული პოზიციები ვრცელდება, რაც იმ ესკალაციას ამწვავებს, რომელიც მზარდად საშიშია ყველასთვის, მე ვაახლებ ჩემს მიმართვას ეროვნული ლიდერებისადმი: გთხოვთ, ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას, ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას" - განაცხადა რომის პაპმა.
პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე კონკრეტული მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, რაც გრძელვადიან შედეგს უზრუნველყოფს.
გამართეთ ნამდვილი მოლაპარაკებები, კონკრეტული დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიან მოგვარებაზე, უსმინეთ იმ სასოწარკვეთილი ადამიანების ვედრებას, ვინც იტანჯება - ჩვენ ამას ყოველ დღე ვხედავთ მედიაში - პატივი ეცით ადამიანის სიცოცხლეს, ყველგან შეწყვიტეთ ქალაქების და სოფლების საშინელი ნგრევა“ - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.
რომის პაპმა ფრანცისკემ გუშინ, 4 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლა უნდა, თუმცა საჭირო მომენტს უნდა დაელოდოს. ამ სიტყვებით ფრანცისკემ უკრაინელ ლტოლვილ ბავშვს მიმართა, რომელიც თავს იტალიას აფარებს.