პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს.
თვითმფრინავში, რომელიც რომიდან მალტაში მიფრინავს, პაპს ჟურნალისტმა ჰკითხა, განიხილავს თუ უკრაინაში ჩასვლას, რაზეც მან უპასუხა:
"დიახ, ეს განიხილება". სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.
პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიიწვიეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ, უკრაინაში კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა სვიატოსლავ შევჩუკმა და ვატიკანში უკრაინის ელჩმა ანდრეი იურაშმა.