პაპი ფრანცისკე უკრაინაში სააღდგომო ზავს ითხოვს, რაც მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებით უნდა გაგრძელდეს.
„დაყარეთ იარაღი! დაე დაიწყოს სააღდგომო ზავი. მაგრამ შემდეგ ხელახლა შეიარაღებისა და ბრძოლის გაგრძელებისთვის არა, არამედ ზავი, რომ მიიღწეს მშვიდობა რეალური მოლაპარაკებებით“- აცხადებს პაპი ფრანცისკე.
შეგახსენებთ, რომ პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ დაგმო უკრაინაში ომი და აგრესიის დასრულებისკენ მოუწოდა.
პაპმა ფრანცისკემ 6 აპრილს ვატიკანში დაგმო ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა და აკოცა უკრაინის დროშას, რომელიც ქალაქიდან გაუგზავნეს.
აპრილის დასაწყისში კი მან გააკრიტიკა „კაცი, რომელმაც უკრაინაში კონფლიქტი გააჩაღა“.