logo
ENG



პაპმა უკრაინის ომს გლობალური უწოდა და არ სჯერა, რომ ის უახლოეს მომავალში დასრულდება

18 დეკ 202214:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/18/2ooy3tw8h7lhc2y.jpg

პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომს გლობალური უწოდა და არ სჯერა, რომ ის უახლოეს მომავალში დასრულდება. ეს განცხადება პაპმა ესპანურ გაზეთ ABC-სთან ინტერვიუში გააკეთა.

"მე ვერ ვხედავ დასასრულს მოკლევადიან პერსპექტივაში, რადგან ეს არის გლობალური ომი. ნუ გვავიწყდება ეს. ბევრი ხელი რევს ქვაბში ამ ომს. ეს გლობალურია. ვფიქრობ, ომი მაშინ იწყება, როცა იმპერია სუსტდება. და როცა არის გამოსაყენებელი იარაღი, რომელიც უნდა გამოცადონ და გაყიდონ. ბევრი რამ არის სასწორზე", - თქვა ფრანცისკემ.

პაპ ფრანცისკეს თქმით, ვატიკანი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, მაგრამ "ისინი არ უსმენენ".

"ის, რაც ხდება უკრაინაში, შემზარავია. იქ იმდენი სისასტიკეა. ეს მართლაც ძალიან სერიოზულია. ეს არის ის, რასაც მე ვგმობ", - აღნიშნა მან.


close დახურვა