logo
ENG



პაპმა ფრანცისკემ ომის წინააღმდეგ ტვიტები უკრაინულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა

23 მარ 202218:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/23/q9pg7yt6ao6kslp.jpg

პაპმა ფრანცისკემ Twitter-ზე ომის საწინააღმდეგო განცხადება უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოაქვეყნა.

"ერთად ვლოცულობთ იმისთვის, რათა მმართველებმა გააცნობიერონ, რომ იარაღის ყიდვა და წარმოება არ წარმოადგენს პრობლემების გადაწყვეტას. გამოსავალი მდგომარეობს მშვიდობისთვის ერთად მუშაობაში" , - წერს პაპი.

 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პაპი ფრანცისკე რუსეთის საელჩოში მივიდა. ის აქტიურად უჭერს მხარს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაჩერებას. ამასთან დაკავშირებით პაპი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისაც ესაუბრა. 


close დახურვა