logo
ENG



პაპუაშვილი: 2020 წელს 1%-იანმა ბარიერმა მოგვცა ნაციონალური მოძრაობა მრავალი სახით

07 ივლ 202223:30
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: 2020 წელს 1%-იანმა ბარიერმა მოგვცა ნაციონალური მოძრაობა მრავალი სახით
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ჩვენ ვიმეორებთ იგივეს, რასაც ვამბობდით ბარიერთან დაკავშირებით, რომ დაბალი ბარიერი კი არ არის გარანტი დეპოლარიზაციის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციაა ჯერ საჭირო იმისთვის, რომ დაბალმა ბარიერმა იმუშაოს იმ კუთხით, რომ პლურალიზმი უზრუნველყოს.

დაბალ ბარიერს რომ შეეძლოს დეპოლარიზაცია, ჩვენ უკვე დიდი ხანი გვექნებოდა დეპოლარიზაცია. 2020 წელს 1%-იანი ბარიერი იყო, რამაც ვნახეთ რა მოგვცა საბოლოო ჯამში. ამან ჩვენ მოგვცა, არა მრავალფეროვანი პარლამენტი მის დასაწყისში, არა პლურალისტური პარლამენტი, არამედ მოგვცა ნაციონალური მოძრაობა მრავალი სახით, რომელიც სინამდვილეში იყო ერთი მთლიანი, მოქმედებდა ერთი ტაქტიკით, ერთ კალაპოტში იყო ჩამჯდარი და საბოლოო ჯამში, ნაცვლად პლურალიზმისა, 1%-იანი ბარიერის პირობებში, მივიღეთ ნაციონალური მოძრაობა მრავალი სახით.


close დახურვა