logo
ENG



პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი

23 აპრ 202411:18
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს რუსული კანონის კანონპროექტი წაკითხული არ აქვს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ევროკავშირში აკრიტიკებენ და დასავლეთში ბევრი მას კრემლით შთაგონებულსაც უწოდებენ. ჯოზეფ ბორელმა არაერთხელ თქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს, თუმცა ქართული ოცნება ამ დრომდე საპირისპიროს ამტკიცებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, არის მცდელობა, აიკრძალოს დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, "ანტიევროპული ქცევაა":

"სინამდვილეში, არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებითა და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ, რადიკალური ოპოზიცია რას აკეთებს – ხევს პლაკატებს, სადაც არის ერთადერთი რამ მითითებული, ლინკი კანონპროექტზე და არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი. უნდათ, ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე... დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ".


close დახურვა