ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, თეა წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად თარგმნეს და დოკუმენტს საელჩოებსა და ყველა “რელევანტურ" აქტორს გადასცემენ.
ეს განცხადება მან ქართული ოცნების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
"პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. მინდა, კომისიის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო ამ მოცულობითი სამუშაოსთვის.
თარგმანში 300 გვერდზე მეტია დოკუმენტი, სადაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულებია აღწერილი, თუ როგორ მუშაობდა წამების სისტემა, თუ როგორ ხორციელდებოდა მკვლელობები, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება. [...]
ეს დოკუმენტი ინგლისურად ითარგმნა და გამოიცა და გადაეცემა ყველა საელჩოს - გადაეცემა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს - ეს დოკუმენტი მივა ყველა რელევანტურ ადამიანამდე, ყველა კვლევით ორგანიზაციამდე, რათა ყველამ იცოდეს თუ როგორი დიქტატორული რეჟიმი იყო 2012 წლამდე საქართველოში", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ქართული ოცნების პარლამენტში მოქმედმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, კომისიის დასკვნის 430-გვერდიან პროექტს ერთხმად მხარი 2025 წლის 4 აგვისტოს დაუჭირა.
თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ამ დოკუმენტში მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით წარმოჩენილია "სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა."
მოგვიანებით, ამ დასკვნის საფუძველზე ქართული ოცნების პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც პარტიების აკრძალვა დააანონსა.
რა წერია სარჩელში, რომლითაც ქართული ოცნება 3 პარტიას აკრძალას უპირებს - სრულად
