logo
ENG



პაპუაშვილი: ვინც ებრძვის მთავრობას, ებრძვის ხალხს - ნებისმიერი დემოკრატიისთვის ჭეშმარიტებაა

08 ივლ 202200:44
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: ვინც ებრძვის მთავრობას, ებრძვის ხალხს - ნებისმიერი დემოკრატიისთვის ჭეშმარიტებაა

ეს არის ტიპური რუსული პროპაგანდა - მცდელობა რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნონ. ეს ხელისუფლება, ჩვენი, მოქმედი ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიზანში ამოღება ნიშნავს, ქართველი ხალხის მიზანში ამოღებას. ის, ვინც ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას, ის ებრძვის ქართველ ხალხს - ეს ისეთი მარტივი ჭეშმარიტებაა ნებისმიერი დემოკრატიისთვის, რომ ამის გამიჯვნის მცდელობა არის ტიპური რუსული პროპაგანდა - ის, რასაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, იმავე მეთოდს იყენებს უკრაინის ერთ-ერთი პოლიტიკოსი [დავით არახამია] საქართველოს წინააღმდეგ, ჩვეულებრივი რუსული მეთოდი ადამიანების და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა.


close დახურვა