logo
ENG



პაპუაშვილი: კონტრაბანდის საკითხი უკვე გადალახულია

18 აპრ 202201:11
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: კონტრაბანდის საკითხი უკვე გადალახულია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კონტრაბანდის საკითხი უკვე გადალახულია.

მისი თქმით, უკრაინულ მხარესთან შეთანხმდნენ, რომ "სამომავლოდ ინფორმაციებს ერთმანეთთან გადაამოწმებენ".

"თქვენ ალბათ ატყობთ, რომ მაგალითად იგივე კონტრაბანდასთან დაკავშირებულ საკითხებზე აღარ მიდის საუბარი, ამიტომ ეს საკითხი უკვე გადალახულია. ზოგადად, ჩვენ შევთანხმდით, რომ წინ გავიხედოთ, მომავალს შევხედოთ, აქედან გამომდინარე, სამომავლოდ ინფორმაციები ერთმანეთთან გადავამოწმოთ", - თქვა პაპუაშვილმა იმედის ეთერში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. 

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ფინანსთა და განაცხადა, რომ ეს არის "ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება". 

5 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოუწოდა უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მტკიცებულებები კონტრაბანდული იარაღის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. 


close დახურვა