ესკალაციის ზღვარს არ კვეთს არცერთი ქვეყანა. არცერთმა ქვეყანამ არ გადაკვეთა ზღვარი, სადაც ფიქრობენ, რომ იმის იქით რუსეთთან დაპირისპირება იქნება. რა თქმა უნდა, რთულია ასე სიზუსტით თქვა, სად არის ეს ზღვარი, პოლიტიკაა და რთულია ამის დადგენა. ეს არის სირთულე, რომლის წინაშეც ჩვენი ხელისუფლება დგას, რომ ეს ზღვარი სწორ დროს დაინახოს და დაცული იყოს, რომ საქართველო არ იყოს პირდაპირ ჩართული სამხედრო კონფლიქტში.
ჩვენ ამ პერიოდში გვესმოდა კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. საბოლოოდ, თუ ამ წელს შევაჯამებთ და საქართველოს მდგომარეობას ვნახავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო იმის უზრუნველყოფა, რომ ყოფილიყო სრულად სოლიდარული უკრაინის მიმართ და ასევე შეძლო, რომ საკუთარი ხალხის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. რაც შეეხება, იმ განზომილებას, რომელიც არა უკრაინის ხალხზე ფიქრით არის განპირობებული, არა ქართველ ხალხზე ფიქრით არის განპირობებული, არამედ პიარის ნაწილია, ეს პიარული ნაწილი განსაკუთრებით რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია თავისთვის ჰქონდეს. ხელისუფლებას სხვა პასუხისმგებლობა აქვს, გარდა იმისა, რომ იზრუნოს პიარულ ხრიკებზე, რომელზეც ოპოზიცია ცდილობს, რომ წამოაგოს ხელისუფლება.