logo
ENG



პაპუაშვილი: პრეზიდენტმა ენმ-ს პოლიტიკა არჩია, დღეს არაა ძმათა სასაფლაოზე

08 აგვ 202310:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/08/gnxpbgl5jnxhtea.jpg

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია ამბობს, რომ ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით "მანიპულაციები" არასწორია. მისი თქმით, წინა ხელისუფლება, 2013 წლამდე დაღუპულთა ხსოვნას 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს.

"სწორედ მას შემდეგ, რაც ყველა სახელისუფლო შტო და ბერკეტი დაკარგეს მათ გადაწყვიტეს, მათ უნდა ჰკითხოთ რა მოხდა მათ გონებაში ასეთი, რომ ისინი არა დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებენ პატივს ხსოვნას, არამედ მარტო და მალულად ამოდიან ძმათა სასაფლაოზე.

ეს გასაგებიც არის. ამის პასუხი არის თავად ნაციონალური მოძრაობის არსსა და მიზანში. მათი არსი არის გახლეჩა, მათი მიზანი არის დაპირისპირება საზოგადოებაში და ზიზღის დათესვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩია აყვეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას და დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად არ არის ძმათა სასაფლაოზე", - თქვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ომი არც 7 აგვისტოს დაწყებულა და არც 12 აგვისტოს დამთავრებულა და 8 აგვისტოს დაღუპულების ხსნოვნის პატივის მიგება სიმბოლური თარიღი და 15-წლიანი ტრადიციაა. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

ქართული ოცნების ხელისუფლება ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აღნიშნავს. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი 7 აგვისტოს მიაგო. 
 
 

close დახურვა