logo
ENG



პაპუაშვილი: რიგგარეშე შესაძლებელია, თუ დადგინდა, რომ არჩევნებზე მოსახლეობის ნება არ აისახა

05 მარ 202110:41
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი: რიგგარეშე შესაძლებელია, თუ დადგინდა, რომ არჩევნებზე მოსახლეობის ნება არ აისახა

ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პლებისციტის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე "მარტივი პასუხი" აქვს, რომ ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დადასტურდა, ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობის ნების არასახვა. 

"პლებისციტი, ყველა ის საკითხი, რომელიც მიმართულია რიგგარეშე არჩევნებისკენ და თუკი სურვილი არის რიგგარეშე არჩევნების, პასუხი არის  მარტივი: რიგგარეშე არჩევნები შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობის ნება არ აისახა", - შალვა პაპუაშვილი.

იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა. ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 

4 რაუნდის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით 1 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე მიშელმა განსახილველად ჩარჩო საკითხები მიიტანა. როგორც მხარეებმა განაცხადეს, შეხვედრაზე პლებისციტზე არ უსაუბრიათ.

 


close დახურვა