ვფიქრობ იმან, რომ მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში და თავი აღმოიჩინა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შეიძლება, შეზღუდოს მისი პოლიტიკური საქმიანობის შესაძლებლობა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა გულისხმობს გარკვეულ იზოლაციასა და შეზღუდვას, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობის. ვინაიდან უკრაინიდან ის ისევე აქტიურად მონაწილეობდა ჩვენს პოლიტიკაში... სხვათაშორის, ამ არჩევნებზე დავაკვირდით სპეციალურად მის მონაწილეობას და 25 სექტემბრის მონაცემებით, აგვისტო სექტემბერში დაახლოებით, 100 ინტერაქცია ჰქონდა მედიის საშუალებით, არჩევნების დროს. ის არათუ ჩართული იყო, ის იყო წამყვანი ამ საარჩევნო კამპანიის.