თავისთავად, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. უკვე, სიმართლე გითხრათ, სერიოზულიც აღარ არის ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, ჩვენთან არჩევნები ჩატარებული იყო, რომ ვადამდელ არჩევნებს ითხოვდნენ და ამის შემდეგ, შიგადაშიგ, სეზონის მიხედვით ეს მოთხოვნები კვლავ ისმის ხოლმე, მაგრამ ყოველ ჯერზე, სამწუხაროდ, ოპოზიციის ერთ ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ სწავლობს, რომ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან მათ და ამ მოთხოვნას არ აქვს. ერთადერთი, რასაც ისინი აღწევენ ამით, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტად მარგინალიზდებიან, მეტად ხედავს საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოება მათ სახეს.