logo
ENG



პაპუაშვილი სააკაშვილთან შეხვედრის გამო ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს

28 მაი 202112:41
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი სააკაშვილთან შეხვედრის გამო ევროპარლამენტარებს აკრიტიკებს

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარებს ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებს. 

"ევროკავშირის გულში გასამართლებულ დამნაშავესთან შეხვედრა კანონის უზენაესობის სულისკვეთებას სულაც არ ასხივებს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შეურაცხყოფაა", - დაწერა პაპუაშვილა Twitter-ზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს საკითხზე მომუშავე ევროპარლამენტარებს, მათ შორის, კრამონს, კუბილიუსს, ფოტიგას, გალერს და ვოლსკის შეხვდა. 

სააკაშვილის თქმით, შეხვედრები 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მაქსიმალურად დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლების მობილიზებას შეეხო. 


close დახურვა