logo
ENG



პაპუაშვილი ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმზე: მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უნდა შევხვდეთ

03 აპრ 202202:19
3 წუთის საკითხავი
 
პაპუაშვილი ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმზე: მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უნდა შევხვდეთ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას "მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უნდა შეხვდეს". 

"ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და ამიტომაც არის განცხადებები. თქვენ ნახეთ, მათ შორის, ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორები, რომ ისინი არ აღიარებენ არანაირ რეფერენდუმს...

თავისთავად, ეს არის არაღიარების სამართლებრივი ეფექტი. თავისთავად, რიტორიკის დონეზე, ესკალაციის დონეზე ეს თამაშობს გარკვეულ როლს. აქაც ჩვენ გარკვეულწილად მშვიდად, მაგრამ ამავე დროს მტკიცედ უნდა შევხვდეთ ამ საკითხებს. სიმტკიცე გულისხმობს იმას, რომ იყოს მყისიერი რეაქცია ამ საკითხებზე როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ ამას რაიმე გავლენა არაღიარების პოლიტიკაზე არ ექნება", - აღნიშნა პაპუაშვილმა. 

30 მარტს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება "რესპუბლიკის" სტრატეგიული მიზანია. აღნიშნულ საკითხზე ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.

 
 

 


close დახურვა