logo
ENG



პაპუნა ჯანელიძე: ვაპროტესტებ ხელისუფლების არჩეულ გზას – ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას

28 აპრ 202420:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/28/vvsddl6fi0htg2k.jpg

იმიტომ ვარ დღეს აქ, რომ გავაპროტესტო ის გზა, რომელიც არის დღეს არჩეული ხელისუფლების მიერ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. 

არა მარტო განცხადებები, არამედ ქმედებათა მთლიანობა, რომელსაც ვხედავთ, ეს ყველაფერი აშორებს საქართველოს ჩვენი პარტნიორებისგან – როგორც ევროკავშირისგან, ასევე, აშშ–სგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი განვითარებისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, ეკონომიკური და სტაბილური განვითარებისთვის. 

 


close დახურვა