logo
ENG



პარიზთან თავდასხმას ტერორისტულ საქმეებზე მომუშავე განყოფილება შეისწავლის

05 იან 202010:38
3 წუთის საკითხავი
clock 244
lakz03xuslguamz.jpg

პარიზთან მომხდარ თავდასხმას საფრანგეთის პროკურატურის ტერორისტულ საქმეებზე მომუშავე განყოფილება შეისწავლის. გადაწყვეტილება საფრანგეთში მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ ბრალდებულმა სამი წლის წინ ისლამი მიიღო, თავდასხმისას კი სიტყვებს „ალაჰ აკბარ" იძახდა.

შემთხვევას პარიზის გარეუბანში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი დაშავდა. სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს თავდამსხმელი. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მამაკაცი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო. 


close დახურვა