logo
ENG



პარიზში ვალენტინოს ჩვენება მოეწყო

02 მარ 202012:41
3 წუთის საკითხავი
 

პარიზში ვალენტინოს ჩვენება მოეწყო. კოლექცია დიზაინერმა პიერ-პაოლო პიჩოლიმ წარმოადგინა.

იტალიელი დიზაინერის ნამუშევრები ვალენტინოს სახლის ხელწერისგან განსხვავდებოდა და ჩვეული ანგელოზის სახის ნაცვლად ქალის ბნელ მხარეებს აჩვენებდა. პიჩოლის კოლექციაში საღამოს შავი კაბები და ტყავის შავი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი დომინირებდა.

ნამუშევრების ნაწილი გამჭირვალე ქსოვილებით იყო შესრულებული. შავის გარდა ვალენტინოს წლევანდელ კოლექციაში მუქი მწვანე, შინდისფერი და კრემისფერია გამოყენებული. 


close დახურვა