პარიზში საშობაო სამზადისი დაიწყო. სავაჭრო ცენტრმა "პრინ-ტემფსმა" მაღაზიის ვიტრინები სადღესასწაულოდ უკვე მორთო. 60 მოძრავი თოჯინისა და სხვადასხვა დეკორაციის დამონტაჟებას სპეციალისტებმა თითქმის ერთი თვე მოანდომეს. პრეზენტაციას, სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ცნობილი იტალიელი ბლოგერი კიარა ფერანი უძღვებოდა. ვარაუდობენ, რომ სადღესასწაულო პერიოდში მაღაზიების საშობაო დეკორაციებს 10-თ მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ეყოლება.