logo
ENG



პარლამენტთან აქციაზე ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე დააკავეს

19 თებ 202119:06
3 წუთის საკითხავი
 
პარლამენტთან აქციაზე ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე დააკავეს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია ლელო საქართველოსთვის წევრები, ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე პარლამენტთან აქციაზე დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ დაკავებულია 5 პირი. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ოპოზიციური პარტიის წევრები პარლამენტის მიმდებარედ აქციას მართავდნენ. ლელოს ახალგაზრდული ფრთა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნასა და მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენას აპროტესტებენ.

პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე დღეს 20-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკოსი დააკავეს. 

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 82 დღის განმავლობაში კარვებში აპროტესტებდნენ არჩევნების გაყალბებას, პარლამენტის წინ დააკავეს - მათ კარვის გადმოტანის უფლება არ მისცეს.

პარლამენტთან დაკავებების სერიას გამოეხმაურა ომბუდსმენიც - მან პოლიციელთა ქმედებებს უკანონო ზომის გამოყენება უწოდა.

 


close დახურვა