logo
ENG



პარლამენტთან დაკავებული ექვსი პირის პროცესი გაიმართა საქალაქო სასამართლში

03 თებ 202017:31
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის - გურამ ჩალაგაშვილის, ბესო გაზდელიანის, გიორგი თევდორაძის, რამაზ ბოკვერაძის, კახაბერ აჩდიძის, გიორგი რობტაშვილისა და რამაზ ბოკვერაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ჩანაწერებშიც კი არანაირი კანონდარღვევა არ ჩანს.

„მოხდება მტკიცებულებების გამოკვლევა, სადაც მხოლოდ ის ჩანს, როგორ გვაკავებს პოლიცია, სხვა კანონდარღვევის შესახებ ვიდეომტკიცებულება არ აქვთ“, - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.

ბრალდებულთა ადვოკატი კი აცხადებს, რომ მათ არ გადაეცათ ის ჩანაწერები, სადაც ზედმიწევნით იქნებოდა ასახული ამ ადამიანების დაკავების პროცესი.

„მოვითხოვეთ გარე კამერების ჩანაწერები, თუმცა ეს ჩანაწერები არ მოგვცემია. სწორედ იქ ჩანდა ყველა მიმდინარე პროცესი“, - აცხადებს ბრალდებულთა ადვოკატი.

გამოძიება ბრალდებულებს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობას ედავება. ოპოზიციის წარმომადგენლები აქციაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას აპროტესტებენ.


close დახურვა