სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან კიდევ ერთი, მე-15 კარავი გაშალეს.
პარლამენტის ტერიტორიაზე კარვის შეტანას სამართალდამცველებთან მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა აქტივისტებმა ეს მაინც მოახერხეს და პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას ითხოვენ. ისინი მოთხოვნების შესრულებამდე კარვებში დარჩენას აპირებენ, ასევე, მასშტაბურ აქციებსაც აანონსებენ.
მათი ცნობით, პირველი გასვლითი აქცია ხვალ, 1 მარტს, 12:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ექნებათ.