მოქალაქეებმა ბუჩასა და სხვა ქალაქებში მოკლული უკრაინელების ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილის მემორიალთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
"ის, რაც მოხდა ბუჩაში, არის არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მსოფლიოს ტრაგედია. ის, რომ რუსული იმპერია თავის დროზე არ იქნა შეჩერებული და თავის დროზე არ გაეცა სათანადო პასუხი საქართველოში აგრესიის შემდგომ, გაპირობებულია ამის და სამწუხაროა, რომ დრეს, როცა საქართველოს მოქალაქეები გლოვას ვაცხადებთ, ვართ მარტო. სახელმწიფო უნდა აცხადებდეს გლოვას, ბევრ ქვეყანაში, რომელიც თავს თვლის უკრაინის მეგობრად, ოფიციალურადაა გამოცხადებული გლოვის დღე, განსხვავებით საქართველოსგან" - ამბობს სამოქალაქო ირაკლი ფავლენიშვილი.
დღეს დღის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები და მოქალაქეები ითხოვდნენ, ბუჩაში მომხდარის გამო 5 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადებულიყო, თუმცა ხელისუფლებისგან პასუხი არ მიუღიათ.
გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოკლული იპოვეს.