არსებითად ერთპარტიული პარლამენტი ღარიბაშვილის მთავრობას კენჭს დღეს უყრის.
მანამდე პარლამენტში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. მოქალაქეებმა და ევროპელმა სოციალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილთან ინდივიდუალურად შეხვედრაზე უარი თქვეს.
უმრავლესობის სხდომის შემდეგ პლენარული სხდომა გაიმართება. სიტყვით გამოვა ირაკლი ღარიბაშვილი, შემდეგ კი დეპუტატები კითხვებს დასვამენ.
ქართული ოცნების მინისტრთა კაბინეტს მხარს ქართული ოცნება დაუჭერს.
მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ღარიბაშვილის მხარდაჭერას არ გეგმავენ.
ევროპელ სოციალისტებს კი ჯერჯერობით პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ.