logo
ENG



პარლამენტი ცესკო-ს 4 ახალი წევრის დამტკიცებას აპირებს

05 დეკ 201907:45
3 წუთის საკითხავი
 
ap9nd3kt2w6pb3e.jpg

პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 ახალი წევრის დამტკიცებას აპირებს. საგანგაშო ამ ფაქტში ერთ-ერთი კანდიდატის ლადო ბოჟაძის "ქართული ოცნების" მიმართ განსაკუთრებულად დადებითი დამოკიდებულებაა. ის პოლიტიკურ კეთილგანწყობას საკუთარ სოციალურ ქსელში ღიად აფიქსირებდა. გამონაკლისს არც დანარჩენი 3 პირი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა ისედაც მმართველი გუნდის პარტიული წარმომადგენლობით შედგა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ წევრების შერჩევა მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე მოხდება.

„მოხდება ყველა კანდიდატთან გასაუბრება და შემდეგ იქნება კენჭისყრა. ამიტომ კომიტეტი დააფიქსირებს პოზიციას, ვის ექნება მხარდაჭერა. ჩვენთვის ამოსავალი პრინციპია კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

კანდიდატების მიუკერძოებლობაში ეჭვი "ევროპული საქართველოს" წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს შეაქვს. ჭიაბერაშვილის მტკიცებით, აუცილებელია საზოგადოებას ცესკო-ს წევრების მიმართ ნდობა ჰქონდეს. 

 „თუ გვინდა, რომ არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა იყოს, მარტო ის კი არ არის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, არამედ მნიშვნელობა აქვს თუ ვინ არის ამ არჩევნებს და მნიშვნელოვანია ცესკოსადმი ნდობას“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

 

 

 


close დახურვა